ავღანეთში, პრეზიდენტის სასახლესთან ლოცვის დროს სამი რაკეტა ჩამოაგდეს

ავღანეთში, ქვეყნის დედაქალაქ ქაბულში ლოცვის დროს პრეზიდენტის სასახლეს რაკეტები ესროლეს.
როგორც „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ, თუმცა, ინფორმაცია მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

მოგვიანებით, სადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა.

მომხდარზე პასუხიმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები