მიხეილ სააკაშვილი: ბუბა კიკაბიძე ერთ-ერთია იმ ღირსეულ ადამიანთა შორის, ვისაც კი შევხვედრივარ ცხოვრებაში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მომღერალსა და ,,ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველ ნომერს, ბუბა კიკაბიძეს დაბადების დღეს ულოცავს.

,,დღეს ჩემი ახლო მეგობრისა და თანამებრძოლის, ბუბა კიკაბიძის დაბადების დღეა. ძალიან ბევრი წელია, მე ის ძალიან მიყვარს, თუმცა, უკანასკნელი 20 წელია, რაც ჩვენ დავმეგობრდით და მე ამით ძალიან ვამაყობ. ის ერთ-ერთია იმ ღირსეულ ადამიანთა შორის, ვისაც კი შევხვედრივარ ცხოვრებაში, ვისთვისაც არაფერია ღირსებასა და სამშობლოზე უფრო მნიშვნელოვანი. ვუსურვებ მას ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს”, – წერს სააკაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები