უკრაინის პრეზიდენტი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი მოინახულა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის დელეგაციასთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდა და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი მოინახულა. უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ ჩამოფრინდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ის ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს: საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები