ნათია მეზვრიშვილი: სამწუხაროდ, მიშელის შეთანხმებიდან სამი თვის თავზე ვხედავთ, რომ პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ხარისხი შემცირებული არ არის

“სამწუხაროდ, მიშელის შეთანხმებიდან სამი თვის თავზე ვხედავთ, რომ პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ხარისხი შემცირებული არ არის, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მეზვრიშვილმა ისაუბრა, თუ რა საკითხებს განიხილავენ შარლ მიშელთან შეხვედრაზე.

„ჩემი მთავარი გზავნილი არის ნათლად და ცალსახად პოლარიზაციის დასრულება და რადიკალიზაციის ხარისხის შემცირება. სამწუხაროდ, მიშელის შეთანხმებიდან სამი თვის თავზე ვხედავთ, რომ პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ხარისხი შემცირებული არ არის. უპირველესად, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ასევე ვნახეთ ცალკეული უმნიშვნელოვანესი პუნქტების, რომელიც ეხება სასამართლო სისტემას, მის დამოუკიდებლობას, რაც ეროვნული და ზეპარტიული საკითხია. ამ ნაწილში შეთანხმება არ სრულდება და ამაზე დავსვამთ აქცენტებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბათუმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები