მუმბაიში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის შტატ მახარაშტრაშის დედაქალაქ მუმბაიში მეწყერი ჩამოწვა, მომხდარის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 17 ადამიანი, ხოლო კიდევ 2 დაშავდა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ასევე მოხერხდა 16 ადამიანის გადარჩენა.