მამუკა მდინარაძე: რადგან ოპოზიციას გომელაურის მოსმენა არ სურს, ვფიქრობ, ის პარლამენტში აღარ უნდა მოვიდეს, მაგრამ ალბათ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, კომუნიკაციის რა ფორმას აირჩევს

„ვფიქრობ, რადგან არ სურს საპარლამენტო ოპოზიციას ვახტანგ გომელაურის მოსმენა, პარლამენტში აღარ უნდა მოვიდეს, მაგრამ ალბათ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას კომუნიკაციის რა ფორმას აირჩევს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ვალდებულია სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. „ვფიქრობ, რადგან არ სურს საპარლამენტო ოპოზიციას გომელაურის მოსმენა, პარლამენტში აღარ უნდა მოვიდეს, მაგრამ გამოიყენოს ნებისმიერი სხვა ფორმატი, მაგალითად, დაჯდეს პირდაპირ ეთერში. ეს ჩემი აზრია, მაგრამ ალბათ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას ვახტანგ გომელაური, კომუნიკაციის რა ფორმას აირჩევს. წარმოუდგენელი ამბავია, როდესაც მიზეზიც კი არ იცი გარდაცვალების, გამოძიების შედეგი არ იცი და სიმართლეზე ჩხუბობ, შემდეგ სიმართლეზე „ფეიკებს“ აწყობ, აყალბებ მოცემულობას, შენი ტელევიზიების ეთერში ფეიკნიუსებს დგამ გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებითაც კი და ამაზე დაყრდნობით ითხოვ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას. როცა შუალედური დასკვნის მიხედით  დღევანდელსა და გარდაცვალებას შორის კავშირი არ დასტურდება, ყველამ ყველაფერი იცის და ამ ყველაფერს ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, შეგნებულად არ ვსაუბრობ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება არის მორიგი სვლა, მორიგი დესტრუქცია, მორიგი პერფორმანსების საფუძველი, მეტი მიზანი ამას არა აქვს. ამ ხალხს ვიდრე თეორიაში არ წარმოუდგენ ვერსიას, რომლის მიხედვით, ისინი უპირობოდ მოვლენ ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა ხალხი მხარს დაუჭერს თუ-არა, მანამდე იქნებიან ასეთ ჯანჯღარში, მცდელობებში, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ. ჩვენც და საზოგადოებაც ვალდებულია, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები