ხათუნა სამნიძე: ვახტანგ გომელაურთან იქნება ძალიან ბევრი, მკაცრი და მწვავე კითხვა

“დღეს შეკითხვები იქნება ძალიან ბევრი, მკაცრი და მწვავე. არ მაქვს მოლოდინი რომ ვახტანგ გომელაური ამ კითხვებს უპასუხებს”,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კითხვები, რომელსაც შს მინისტრს დაუსვამენ, ეხება ხუთ ივლისამდე პერიოდს, პრევენციულ ღონისძიებებს, ასევე ხუთ-ექვს ივლისს და ხუთი-ექვსი ივლისის შემდეგ განვითარებულ პროცესებს.

„ჩვენმა ფრაქციამ ორჯერ დაიბარა გომელაური პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე და კომიტეტის სხდომა უფრო მეტი შეკითხვების დასმის საშუალებას იძლეოდა. სესიაზე თითოეული დეპუტატისთვის დრო შეზღუდულია და ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისთვის მხრიდან შეუძლებელია შეკითხვების დასმა. სწორედ ამიტომ არის ის მოწვეული სესიაზე და არა კომიტეტზე, სადაც ვითხოვდით მოსვლას. ორჯერ გავაგზავნეთ მოთხოვნა. დღეს შეკითხვები იქნება ძალიან ბევრი, მკაცრი და მწვავე. არ მაქვს მოლოდინი რომ გომელაური ამ კითხვებს უპასუხებს. როგორც ვიცი, მთელი ოპოზიციური სპექტრი იქნება ამ სხდომაზე. კითხვები ეხება ხუთ ივლისამდე პერიოდს, პრევენციულ ღონისძიებებს, ასევე ხუთ-ექვს ივლისს და ხუთი-ექვსი ივლისის შემდეგ რომ ვერ ვხედავთ ორგანიზატორებზე საქმეების გახსნას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები