საფრანგეთმა ტურისტებისთვის ქვეყანაში შესასვლელი წესები შეცვალა
საფრანგეთმა აუცრელი ტურისტებისთვის შეზღუდვები გაამკაცრა. რიგი ევროპული ქვეყნებიდან საფრანგეთში შემავალმა სტუმრებმა უნდა წარადგინონ კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი, რომელიც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში იქნება გაკეთებული. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტეკსმა განაცხადა.
ახალი წესები გავრცელდება სტუმრებისთვის დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან და ნიდერლანდებიდან.
სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის ქვეყნის საზღვრები ღიაა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლისთვის.
„დასაშვები იქნებიან ვაქცინირებულები მხოლოდ წამლების ევროპული სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინებით: Pfizer, Moderna, AstraZeneca ან Janssen“,- განაცხადა კასტეკსმა.