ტყის ხანძარმა ესპანეთის პოპულარული ტურისტული რაიონი მოიცვა
ესპანეთში, კაპ-დე-კრუსის პარკში ტყის ხანძარი მძვინვარებს. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჩაუქრობელი სიგარეტის ნამწვი გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “Euro News” ავრცელებს.
ცეცხლის გამო ხუთი ადამიანი დაშავდა. მათ შორის 4 მეხანძრე და ერთი, ტყის დაცვის ქვედანაყოფის თანამშრომელია. კიდევ 350 ადგილობრივი და დამსვენებელი ევაკუირებულია.
ხანძარმა 400 ჰექტარზე მეტი ტყე და ბუჩქნარი მოიცვა. კატალონიის სახანძრო სამსახურმა ცეცხლთან საბრძოლველად 6 თვითმფრინავი და 90 მაშველი გაგზავნა.