შვეიცარიაში, გადაუღებელი წვიმების შედეგად, მდინარეები კრიტიკულ ზღვრამდე ადიდდა

გადაუღებელი წვიმების შედეგად, ბერნსა და ლუცერნის კანტონებში ტბებსა და მდინარეებში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. ამასთან, მეტეოროლოგები ამბობენ, რომ კოკისპირული წვიმა შესაძლოა, 19 ივლისამდე გაგრძელდეს.

Swiss Info-ს ინფორმაციით, ბერნში მდინარე აარე ადიდებულია მე-5 ზღვრამდე და წამში წყლის ნაკადი 560 კუბურ მეტს შეადგენს. შედარებისთვის, 1999 და 2005 წლის წყალდიდობების დროს აარეს წყლის ნაკადი წამში 600 კუბურ მეტრს შეადგენდა.

ხელისუფლების განცხადებით, ბიელის ტბის მახლობლად წყალდიდობა “გარდაუვალია”.

ისინი ხალხს მოუწოდებენ, ტბებისა და მდინარეების ნაპირებისგან თავი შორს დაიჭირონ და სახლებში ელექტრომოწყობილობების გამორთვასა და ოთახებიდან, რომელთა დატბორვაა სავარაუდო, ძვირფასი ნივთების გატანას ურჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები