უგანდელი ძალოსანი ოლიმპიადაზე ტოკიოში ჩავიდა და დაიკარგა
უგანდელი ძალოსანი, ჯულიუს სეკიტოლეკო ტოკიოში ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის ჩასვლის შემდეგ დაიკარგა.
ამის შესახებ ინფორმაციას Insidethegames-ი ავრცელებს.
20 წლის სპორტსმენი ქალაქ იძუმისანოში კორონავირუსზე ტესტის ჩაბარების წინა დღეს გაუჩინარდა – ის სასტუმროს ნომერში არ აღმოჩნდა, როდესაც ადგილზე ტესტის გასაკეთებლად ჯგუფი მივიდა.
მისმა თანაგუნდელებმა მისი არყოფნა დაადასტურეს და პოლიციამ დაკარგულის ძებნა დაიწყო.
სეკიტოლეკო უგანდელი ცხრა სპორტსმენს შორისაა, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებზე ტოკიოში ჩავიდა.
იაპონიაში ჩასვლისთანავე, დელეგაციის ორ წევრს კორონავირუსი გამოუვლინდა, გუნდი კარანტინში გადაიყვანეს.
14 ივლისს სეკიტოლეკომ შეიტყო, რომ იგი 67 კილოგრამამდე წონით კატეგორიის მონაწილეებში ვერ მოხვდა და სათადარიგოთა რიცხვში მოუწევდა ყოფნა.
ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისიდან – 8 აგვისტომდე ჩატარდება.