ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ იმ ქვეყნების სია განაახლა, რომლებშიც კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია.
იმ ქვეყნების ნუსხაში, სადაც მგზავრობაა აკრძალული, შეყვანილია: ესპანეთი, ყირგიზეთი, არგენტინა, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ინდოეთი, მექსიკა, რუსეთი, ბელორუსი და უზბეკეთი.
ისრაელი მოქალაქე, რომელიც, აკრძალვის მიუხედავად, აღნიშნულ ქვეყნებში ჩავა, 5 ათასი შეკელით დაჯარიმდება.
ასევე, განახლებულია იმ ქვეყნების სია, რომლებიდანაც დაბრუნების შემთხვევაში ისრაელის მოქალაქეს ერთდღიანი კარანტინის გავლა მოუწევს: არაბთა გაერთიანებული საამიროები, სეიშელის კუნძულები, ეკვადორი, ეთიოპია, ბოლივია, გვატემალა, ჰონდურასი, ზიმბაბვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა და ტუნისი.
ამავე ჩამონათვალს 23 ივლისიდან შეემატება: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, თურქეთი, უგანდა, მიანმარი, ფიჯი, პანამა, კამბოჯა, კენია და ლიბერია.