აშშ-ის საელჩო: ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ენთუზიაზმით აღსავსე, ინგლისური ენის ახალ მასწავლებლებს, რომლებიც ამ ზაფხულს აუმჯობესებენ თავიანთ პროფესიულ კვალიფიკაციას

“ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ენთუზიაზმით აღსავსე, ინგლისური ენის ახალ მასწავლებლებს, რომლებიც ამ ზაფხულს აუმჯობესებენ თავიანთ პროფესიულ კვალიფიკაციას”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ხაშურის ამერიკულ კუთხეში ამ მასწავლებლებს შეხვდა და წარმატებული ტრენინგების ჩატარება მიულოცა.

„ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ენთუზიაზმით აღსავსე, ინგლისური ენის ახალ მასწავლებლებს, რომლებიც ამ ზაფხულს აუმჯობესებენ თავიანთ პროფესიულ კვალიფიკაციას. ხაშურის ამერიკული კუთხე, საქართველოს მასშტაბით ამერიკული სტილის ცხრა საზოგადოებრივი ცენტრიდან ერთ-ერთი, ამ მასწავლებლებთან თანამშრომლობს მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რათა მათმა მოსწავლეებმა ხარისხიანი განათლება მიიღონ.

ელჩი დეგნანი ხაშურის ამერიკულ კუთხეში ამ მასწავლებლებს შეხვდა და წარმატებული ტრენინგების ჩატარება მიულოცა. მომავალ წელს ამ მასწავლებლების საქმიანობა თავიან კლასებში ზეგავლენას მოახდენს მათი მოსწავლეების სამომავლო კარიერაზე და დაეხმარება საქართველოს მომავლის განსაზღვრას“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები