გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა
გერმანიაში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა, – წერს გაზეთი Die Welt-ი.
კერძოდ, რაინლად-პფალცში სტიქიას 60 ადამიანი შეეწირა, ხოლო რეინ-ვესტფალიაში, სულ მცირე, 43.
ადგილობრივ პოლიციაში მსხვერპლის ზრდას არ გამორიცხავენ.
წყალდიდობამ ქალაქ ერფშტად-ბლესში მიწის ეროზია გამოიწვია, რის შედეგადაც სახლები მთლიანად ან ნაწილობრივ არის დანგრეული. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები.
ასევე, სპეციალური ევაკუაცია გრძელდება ქალაქ ტრირში: გვიან ღამით სახანძრო სამსახურმა დატბორილი ადგილიდან 60-ზე მეტი შინაური ცხოველი ამოიყვანა.
აღსანიშნავია, რომ მეზობელ ბელგიაში, სადაც ასევე წყალდიდობის მძიმე შედეგებს ებრძვიან, დაღუპულთა რიცხვი 15-მდეა გაზრდილი.