რომან გოცირიძე: თუ ხელისუფლება გააგრძელებს დამნაშავეების დაუსჯელობას და შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევას, ეს იქნება ტესტი, უნდა თუ არა საქართველოს დემოკრატია

“თუ ხელისუფლება გააგრძელებს დამნაშავეების დაუსჯელობას და შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევას, ეს იქნება ტესტი, უნდა თუ არა საქართველოს დემოკრატია”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმე პერსონალურ სანქციებამდე მივა.

„ევროკომისია გვემუქრება სანქციებით, სანქციები ახსენა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა და განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა. ამ განცხადების შინაარსია, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და გადაიხადონ როგორც სისხლისსამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური ფასი. პოლიტიკური ფასის გადახდა ნიშნავს იმას, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. ეს არის დიპლომატიური ენით ნათქვამი და დამაგვირგვინებელი სახელმწიფო მდივნის განცხადება.

თუ ხელისუფლება გააგრძელებს დამნაშავეების დაუსჯელობას და შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევას, ეს იქნება ტესტი, უნდა თუ არა საქართველოს დემოკრატია და მიექანება თუ არა ევროპისკენ, ამერიკისკენ, ნატო-სკენ, თუ რუსეთისკენ. ამიტომ პერსონალურ სანქციებამდე მივა საქმე”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე.

ამასთან, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ღრმად შეწუხებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები