ავღანეთში Reuters-ის ფოტოჟურნალისტი მოკლეს

ავღანეთში Reuters-ის ფოტოჟურნალისტი, დანიშ სიდიკუი მოკლეს.

ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ის ავღანეთის სამხრეთით, ყანდაარის პროვინციაში, სპინ-ბოლდაკის დასახლებულ პუნქტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

რამდენიმე დღის წინ სპინ-ბოლდაკი, ისევე როგორც ავღანეთის ბევრი რაიონი, შეირაღებული დაპირისპირების შედეგად “თალიბანის” კონტროლზე გადავიდა.

დანიშნ სიდიკუი 2018 წლის პულიცერის პრემიის ლაურეატია ნომინაციაში – “მხატვრული ფოტო”, მაინმარიდან როჰინჯების დევნას მიძღვნილი ფოტოსერიისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები