იაგო ხვიჩია: თუ საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებისგან მიღებულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზია რუსეთისკენ

“თუ საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებისგან მიღებულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზია რუსეთისკენ”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნათქვამი ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის.

„თუ საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებისგან მიღებულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზია რუსეთისკენ – ასეთ შემთხვევაში, შემოდგომაზე არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის კეთდება. რასაც დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, თავისი შინაარსით ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

,,მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის, უზენაეს სასმართლოში დანიშვნების შეჩერებისა და ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე და ინკლუზიური მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე. ეს არის ის, რაზეც პოლიტიკური ლიდერები და, მათ შორის, მმართველი პარტია შეთანხმდნენ. ამის ვერმიღწევა კიდევ უფრო შეარყევს საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას საქართველოს მართლმსაჯულების მიმართ და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები