ალეკო ელისაშვილი: რომ გითხრათ, გომელაური თუ გადადგება, ღამით უფრო ღრმა ძილით დამეძინება, ასე არაა, მაგრამ თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ, ბოდიში უნდა მოიხადოს
“რომ გითხრათ, გომელაური თუ გადადგება, ღამით უფრო ღრმა ძილით დამეძინება, ასე არაა, მაგრამ თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ, ბოდიში უნდა მოიხადოს”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ვითარებაში ეს ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა.
„ვახტანგ გომელაურისგან ღირსეული საქციელი იქნება, რომ პარლამენტში მოვიდეს, ბოდიში მოიხადოს დაშავებული ადამიანების მიმართ და თქვას, რომ მან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, 5 ივლისს თავი ვერ გაართვა უფლებამოსილების შესრულებას და უნდა გადადგეს. ამ ვითარებაში ეს იქნებოდა ძალიან ღირსეული ნაბიჯი, მაგრამ გომელაური როგორ მოიქცევა, ვერ გეტყვით. ვინმეს თანამდებობიდან გაშვება არ მიხარია, ჩემთვის მთავარია პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამოვლინება – როცა დააშავებ, შემდეგ გადადგე. რომ გითხრათ, გომელაური თუ გადადგება, ღამეს უფრო ღრმა ძილით დამეძინება, ასე არაა, მაგრამ თუ გვინდა, რომ ნორმალურ ქვეყნად ჩამოვყალიბდეთ, ბოდიში უნდა მოიხადოს, სკამს არ ჩაებღაუჭო და უნდა გადადგე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.