ჯანმო მოუწოდებს მთავრობებს, სექტემბრის ბოლოსთვის მოსახლეობის 10% ვაქცინირებული იყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთავრობებს მოუწოდებს, სექტემბრის ბოლოსთვის საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის 10% მაინც აცრას.

ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, – იტყობინება ჯანმო-ს პრესსამსახური.

მისივე თქმით, ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტი, რომელმაც 14-15 ივლისს მერვე სხდომა გამართა, საკუთარ განცხადებას გამოაქვეყნებს.

”კომიტეტი შეშფოთებულია იმის გამო, რომ პანდემიას ხშირად აღწერენ, როგორც დასრულებულს იმ დროს, როდესაც ის ჯერ დამთავრებული არ არის”, – აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა.

მისი თქმით, მაღალი ალბათობაა იმის, რომ კორონავირუსის ახალი, უფრო საშიში შტამები გავრცელდეს, რომელთა კონტროლი კიდევ უფრო ძნელი იქნება.

გუშინ ასევე გებრეისუსმა თქვა, რომ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის საწყის ეტაპზე იმყოფება.

ჯანმო-ს ხელმძღვანლის თქმით, თითქმის ერთი თვეა, ვირუსის გავრცელების ტემპი მზარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები