ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: იქნებ, საბოლოოდ, მიხვდნენ, რომ დესტრუქციულ დღის წესრიგს თავი დაანებონ

“იმედი მაქვს, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ მაინც დაინახავს პოლიტიკური სპექტრი, რა სურს ჩვენს ამომრჩეველსა და საზოგადოებას”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„იქნებ, საბოლოოდ, მიხვდნენ, რომ დესტრუქციულ დღის წესრიგს თავი დაანებონ და რეალურ კონსენსუსზე იფიქრონ. როდესაც მეორე მხრიდანაც რეალური კონსენსუსი მოდის, მაშინ ხელისუფლებაც იძულებული ხდება, რომ კონსესუნსზე წავიდეს. ხოლო, როცა მეორე მხრიდან დაპირისპირების და დესტრუქციული დღის წესრიგის გაღრმავების მცდელობა არის, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებასაც უქრება ყოველგვარი სურვილი, რომ გახდეს კონსენსუსის მონაწილე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები