ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი ქვეყნებს მიმართავს რეკომენდაციით არ მოითხოვონ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთები საერთაშორისო მოგზაურობის დროს და ასევე განიხილონ მოგზაურობისას ზომების შესუსტება, მაგალითად, კარანტინის დაცვით და ტესტირებით.
”არ მოითხოვოთ COVID-19 ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი საერთაშორისო მოგზაურობისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19-ის ვაქცინებთან გლობალური წვდომა არის შეზღუდული და ასევე უსამართლოდ ხდება მათი განაწილება”, – ნათქვამია ჯანმო-ს კომიტეტის მერვე სხდომის შემაჯამებელ კომუნიკეში.