თურქეთში წლალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაკარგულებიც

თურქეთში, რიზეს პროვინციაში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანია დაღუპული, სამი დაკარგულია.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

წვიმამ საავტომობილო გზები გაანადგურა, ასევე, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, მეწყერმა ჩაის პლანტაციები გაანადგურა.

Anadolu-ს ინფორმაციით, 75 წლის ქალი საკუთარი სახლის ნანგრევებიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.

დაღუპულთა შორის ასევე არის სოფელ ასმალირმაკის ხელმძღვანელი.

ერთი ადამიანი ჰოსპიტრალიზებულია.

სტიქიური უბედურების შედეგად, გარე სამყაროს არის მოწყვეტილი ათობით სოფელი, დასახლებული პუნქტების ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

100-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები