ჯანმო: დასავლეთ ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდაა

“დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი მატებაა დაფიქსირებული”, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკურ მონაცემში.

ეპიდმდგომარეობის გაუარესება ხელისუფლებებს აიძულებს, აღადგინონ ადრე გაუქმებული შეზღუდვები და გამოიყენონ ისეთი ზომებიც, როგორიცაა მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის სავალდებულო ვაქცინაცია.

ჯანმო-ს სპეციალისტები ევროპაში დაავადების ზრდას “დელტა”-ს შტამის ფართოდ გავრცელებით ხსნიან.

ამჟამად, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირებულია დიდ ბრიტანეთში, სადაც ბოლო 24 საათში 42,3 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უკვე მერვე დღეა, ქვეყანაში დღიური მაჩვენებელი 30 ათასს აღემატება.

ესპანეთში უქმეებზე 22, 6 ათასი ინფიცირებული გამოვლინდა, თუმცა, კვირის შუა დღეებისთვის ეს მაჩვენებელი 12,5 ათასამდე ჩამოვიდა.

ნიდერლანდებში ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 10 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თითქმის უდრის გასული წლის დეკემბრის მონაცემს.

საბერძნეთში დღიური ზრდა 2 ათასს აღემატა, რაც აპრილიდან მოყოლებული პიკური მაჩვენებელია.

პორტუგალია თებერვლის მონაცემზე გავიდა, სადაც თითქმის 3 ათასს შემთხვევას აფიქსირებენ.

საფრანგეთში ივნისში ტემპის შემცირების შემდეგ, ივლისის შუა რიცხვებში, მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა დღეში 5,5 ათასამდე.

ჩეხეთში, სადაც ივნისში 100 შემთხვევაზე ნაკლებს აფიქსირებდნენ, ივლისის შუა რიცხვებისთვის 250 ინფიცირებული ვლინდება.

გერმანიაში დღეში ათასზე ნაკლები შემთხვევაა; შვედეთში 400-მდე; შვეიცარიაში 300-მდე.

ქვეყნები კი, სადაც სტაბილურად აფიქსირებენ 100-ზე ნაკლებ ან 50-ზე ნაკლებ შემთხვევას, არიან პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია, უნგრეთი და სლოვაკეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები