გია ვოლსკი: ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მოსვლა მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენი ე.წ. ოპოზიციისთვის

“ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მოსვლა მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენი ე.წ. ოპოზიციისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებიდან გამომდინარე, საქმიანი დებატები მოსალოდნელი არაა.

„ვახტანგ გომელაურის პარლამენტში მოსვლა მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენი ე.წ. ოპოზიციისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. თუ კითხვის დასმის აუცილებლობა იქნება, ჩვენი მხრიდან კითხვები იქნება მწვავე და საქმიანი. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება მოვისმინეთ, რომ მათ ერთი კითხვა აქვთ, როდის უნდა გადადგეს მთავრობა. ანუ, უნდა ველოდოთ იმას, რომ აქ საქმიანი დებატები არ გაიმართება ისევე, როგორც არ გაიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოსმენისას, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის ვითარება საკმაოდ რთულია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე მოუსმენენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები