ჟურნალისტი, რომელსაც ერთი კვირის წინ ნიდერლანდებში ცეცხლი გაუხსნეს, გარდაიცვალა

ნიდერლანდებში ცნობილი კრიმინალური ჟურნალისტი, პიტერ რ.დევრისი გარდაიცვალა, რომელსაც ამსტერდამის ცენტრში ერთი კვირის წინ ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც RTL Nieuws-ი წერს,  64 წლის ჟურნალისტის ოჯახი ადასტურებს, რომ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა ისე, რომ გონზე არც მოსულა.

6 ივლისს ჟურნალისტზე თავდასხმისთვის პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა.

პიტერ რ.დე ვრისი საგამოძიებო ჟურნალისტიკით იყო დაკავებული, აშუქებდა გახმაურებულ საქმეებს, მათ შორის, 1983 წელს ლუდის მაგნატის, ფრედი ჰეინეკენის გატაცებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები