ალეკო ელისაშვილი: არ მინდა, რომ სანქციებამდე მივიდეს საქმე, იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ გონს მოეგება და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს

“არ მინდა, რომ სანქციებამდე მივიდეს საქმე, იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ გონს მოეგება და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქცირებულ ქვეყანაში არავინ ჩადებს ფულს.

„არ მინდა, რომ სანქციებამდე მივიდეს საქმე, რადგან სანქციები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ხომ არ დააზარალებს? – ქვეყანას დააზარალებს და საქართველო გამოჩნდება ქვეყნად, რომელიც ერთ დროს რაღაც დემოკრატიის მაგალითს იძლეოდა და ახლა სანქცირებული ქვეყანა იქნება, რაც ძალიან ცუდი იქნება და ამ ღარიბ და სასოწარკვეთილ ქვეყანას კიდევ უფრო გადაჩეხავს სიღარიბისა და სიღატაკის უფსკრულში. სათოფეზე ისედაც არავინ გვეკარება და ამ სანქცირებულ ქვეყანაში არავინ ფულს არ ჩადებს. ამიტომ, იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ გონს მოეგება და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს. ადეკვატურად აიღებს პასუხისმგებლობას 5 ივლისს მომხდარ ფაქტებზე, როცა გამძვინვარებულმა ხალხმა გადაიბარა ხელისუფლება თბილისის ქუჩებში და მთელი დღის განმავლობაში გამქრალი იყო ხელისუფლება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები