იაგო ხვიჩია: ისე, როგორც უნდა შესრულებულიყო დოკუმენტი, არ შესრულებულა და სწორედ ამიტომ ჩამოდის შარლ მიშელი საქართველოში
“ისე, როგორც უნდა შესრულებულიყო დოკუმენტი, არ შესრულებულა და სწორედ ამიტომ ჩამოდის შარლ მიშელი საქართველოში”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის მთავარი პუნქტების შესრულება ჯერ დაწყებული არ არის.
„ისე, როგორც უნდა შესრულებულიყო დოკუმენტი, არ შესრულებულა და სწორედ ამიტომ ჩამოდის შარლ მიშელი საქართველოში, თუმცა, ამ პუნქტის ორი მთავარი ნაწილის შესრულება ჯერ, ფაქტობრივად, არ დაწყებულა. უბრალოდ, შეტანილი გვაქვს კანონპროექტი. მთელი მსოფლიოს თვალწინ თავი მოიჭრა „ქართულმა ოცნებამ“ ამ თვალსაზრისით, თუმცა, მნიშვნელოვანი პუნქტებია წინ და, ალბათ, შარლ მიშელისგან ჩვენ რაც გვჭირდება, არის ის, რომ არ დადგეს დღის წესრიგში „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების არსებითი პუნქტების დარღვევა, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები და 43 პროცენტიანი ბარიერი. მგონი, ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია და ოპოზიცია ამის დაცვაში უნდა იყოს ერთიანი“, – განაცხადა ხვიჩიამ.