პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, მამნუნ ჰუსეინი გარდაიცვალა
პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, მამნუნ ჰუსეინი გარდაიცვალა. ის 81 წლის იყო. ამის შესახებ მის შვილზე დაყრდნობით “Geo Tv” წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსი ონკოლოგიურ დაავადებას ებძროდა და ბოლო 2 კვირის განმავლობაში მკურნალობას კერძო კლინიკაში გადიოდა. მამნუნ ჰუსეინი პრეზიდენტოს პოსტ 2013-2018 წლებში იკავებდა, მანამდე ის სინდის პროვინციის გუბერნატორი იყო.