საპატრიარქო: უფალმა დალოცოს ზაზა გახელაძე, მისი კეთილისმსურველნი და ყველა, ვინც წვლილი შეიტანა და ძალ-ღონე არ დაიშურა მის გასათავისუფლებლად
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ეხმაურება.
“ზაზა გახელაძე თავისუფალია! სულ მალე ის თავის ოჯახს დაუბრუნდება.
ვულოცავთ ზაზას, მის ოჯახსა და ახლობლებს, მთელს ქვეყანას ამ მნიშვნელოვან და სასიხარულო ამბავს.
უფალმა დალოცოს ზაზა, მისი კეთილისმსურველნი და ყველა, ვინც წვლილი შეიტანა და ძალ-ღონე არ დაიშურა მის გასათავისუფლებლად”, – წერია განცხადებაში.