კახა კალაძე: ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდა – ოკუპაცია დროებითია, ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრება აფხაზებსა და ოსებთან ერთად კი – გარდაუვალი და კანონზომიერი
თბილისის მერი, კახა კალაძე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან ზაზა გახელაძის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდა! ერთწლიანი წვალება, ოჯახის, მთელი ქვეყნის ნერვიულობა, მოლაპარაკებები უკან დარჩა. ზაზა სახლში ბრუნდება.
სიმწარენარევი სიხარულია… მინდა, მჯეროდეს, მსგავსი სანერვიულო აღარ მოგვეცემა.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ქვეყანა გვაქვს გასამთლიანებელი!
ოკუპაცია დროებითია, ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრება აფხაზებსა და ოსებთან ერთად კი – გარდაუვალი და კანონზომიერი!”, – წერს კალაძე.