ზაზა გახელაძის მეუღლე: ჩემი მეუღლის გათავისუფლებით, ალბათ, მეორედ დავიბადე
“უბედნიერესი ვარ, ჩემი მეუღლის გათავისუფლებით, ალბათ, მეორედ დავიბადე”, – ამის შესახებ “კვირას” საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძის მეუღლემ განუცხადა.
“უბედნიერესი ვარ, ჩემი მეუღლის გათავისუფლებით, ალბათ, მეორედ დავიბადე. არ ველოდი გუშინ გაკეთებული ბუნდოვანი განცხადებების შემდეგ, ნამდვილი სიურპრიზია. ემოციებისგან ლაპარაკი მიჭირს, მადლობა მხარდაჭერისთვის”, – განუცხადა “კვირას” გახელაძის მეუღლემ.