ირაკლი ღარიბაშვილი: ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია
საოკუპაციო რეჟიმის ტყეობაში მყოფი ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერის გვერდზე გავრცელდა.
“ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია!”, – წერს საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 8 მაისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა და პირობა მისცა, რომ ზაზას გათავისუფლება მოხდებოდა.
ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო ჩართულობით, მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რაც დღეს გახელაძის გათავისუფლებით დასრულდა.
ოკუპანტების მიერ დაკავებული ახალგაზრდა უკანონო პატიმრობაში 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.