რუსეთში ოჯახების 75,7% ფინანსურ სირთულეს განიცდის

რუსეთში ოჯახების 75.7% ფინანსურ სირთულეებს განიცდის, ხოლო 24.3% -ს შედარებით ადვილად შეუძლია საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა.

ამის შესახებ РБК “როსსტატის” 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მასშტაბურ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

კვლევაში 100 ათასზე მეტი ოჯახი იყო ჩართული.

ამავე დროს, აღინიშნა, რომ ამ პარამეტრში მდგომარეობა მუდმივად უმჯობესდება. ასე, მაგალითად, 2018 წელს ოჯახების 79.5% განიცდიდა სირთულეებს ძირითადი ნივთების შეძენისას, ხოლო 2016 წელს – 84.6%.

რესპონდენტებს ჰკითხეს, რა თანხა სჭირდებათ მათ ოჯახებს არსებობისთვის ერთი თვის განმავლობაში. როგორც აღმოჩნდა, 2018 წელთან შედარებით, ეს თანხა 58.5 ათასი რუბლიდან 60.9 ათასამდე გაიზარდა.

“როსსტატის” თანახმად, ორ წელიწადში საჭირო მინიმალური შემოსავლის შეფასება, დაახლოებით, 4% -ით გაიზარდა, ხოლო ამავე პერიოდში საქონლისა და მომსახურების სამომხმარებლო ფასებმა 7% -ზე მეტით იმატა.

ამავდროულად, ახალგაზრდა ოჯახებისთვის ეს თანხა გაიზარდა 17% -ით და 80,9 ათასი რუბლი შეადგინა; ოჯახებში კი, სადაც შშმ პირი ბავშვი ცხოვრობს, იმატა 13% -ით და 88,4 ათას რუბლს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები