კრემლი ლგბტ პირებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
“არ არის საჭირო რაიმე კომპრომისული ფორმის ძებნა ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების რეგისტრაციისთვის, რადგან რუსეთის კონსტიტუციას აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი ფორმულირება აქვს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად განაცხადა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეგისტრაციის შეუძლებლობა ცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევად და დაავალა რუსეთს, უზრუნველყოს ერთნაირსქესიანთა წყვილების სამართლებრივი სტატუსი.
საუბარია ერთნაირსქესიანთა სამი წყვილის საჩივარზე, რომლებმაც დაქორწინების მიზნით მიმართეს რეგისტრაციის სამსახურებს. თუმცა, მათი განცხადებები არ მიიღეს, ვინაიდან ეროვნული კანონი ითვალისწინებს მხოლოდ “ქალისა და მამაკაცის კავშირს”.
სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთმა დაარღვია ევროპული კონვენციის მე -8 მუხლი (“პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება”). სასამართლიში მიიჩნევენ, რომ მოპასუხე ქვეყანამ ვერ შეძლო, დაესაბუთებინა განმცხადებლების ქორწინების რეგისტრაციის შეუძლებლობა.
პესკოვის თქმით, პუტინს სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციაზე რეაგირება არ ჰქონია.
”ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი ფორმულირება კონსტიტუციაში და რუსეთის მოქალაქეთა აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი რაოდენობაა, რომლებიც მხარს უჭერენ ასეთ ერთმნიშვნელოვან პოზიციას”, – დასძინა პრესმდივანმა.