სერგო ჩიხლაძე: სრული მხარდაჭერა ქართულ მედიას

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, სერგო ჩიხლაძე ძალადობას კიდევ ერთხელ გმობს და ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს.

“სრული მხარდაჭერა ქართულ მედიას, ჟურნალისტებს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ყველამ უნდა დავგმოთ ძალადობა ამ ქვეყანაში. ეს არის პროტესტის გამოხატვის ფორმა და სრულიად ვიზიარებ”, – აღნიშნა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, “დაისაჯოს ყველა მოძალადე!” – პროტესტის ნიშნად, ოთხმა ტელეკომპანიამ: “მთავარი არხი”, “ფორმულა”, “კავკასია” და “ტვ პირველი” – მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა. მანამდე კი, რეგიონული არხების წარმომადგენლებმა ეთერი გუშინ, 13 ივლისს, 15:00 საათზე ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს. ამ დროისთვის, ოთხივე აღნიშნული ტელეკომპანიის ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონია გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები