“მოძალადე ბრბოს წევრთაგან ბევრი დააპატიმრეს და გამოძიების გაგრძელებასთან ერთად დაპატიმრებულთა რიცხვი გაიზრდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი მზადაა ამ პროცესში ჩართულობისთვის ყველა შესაძლო მექანიზმით, რომელიც მისთვისაა ხელმისაწვდომი.
„მოძალადე ბრბოს წევრთაგან ბევრი დააპატიმრეს და გამოძიების გაგრძელებასთან ერთად დაპატიმრებულთა რიცხვი გაიზრდება. ძალადობამ ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჩვეულებრივი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიწვია პროტესტი მედიის წარმომადგენლებისა და სხვების მხრიდან. ჩვენ ყველა შეძრულები ვართ ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გამო, ოპერატორის, რომელსაც სასტიკად სცემეს მოძალადე ბრბოს წევრებმა 5 ივლისს. მიმდინარე გამოძიება დაადგენს სიკვდილის მიზეზს, გამოძიება უნდა ჩატარდეს სწრაფად და გამჭვირვალედ. საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ამ გამოძების დეტალები. თუ საჭირო გახდება გამოძიებასთან დაშვებულები იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები, რათა მისი სანდოობა უზრუნველყოფილი იყოს. საქართველოს პარლამენტი მზადაა ამ პროცესში ჩართულობისთვის ყველა შესაძლო მექანიზმით, რომელიც მისთვისაა ხელმისაწვდომი. მე კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და კოლეგებს, სოლიდარობას გამოვუცხადებ მათ“, – განაცხადა კუჭავამ.