“როდესაც საუბარია ვადამდელ არჩევნებზე, ამ განცხადებების ავტორებმა მეტი ვალდებულება უნდა იგრძნონ და დაასაბუთონ, რაში მდგომარეობს მიზეზი, რის გამოც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არ შეიძლება, ყოველ ჯერზე, როგორც კი პოლიტიკურ ძალას ტემპერატურის აწევის მიზეზი ეძლევა, ამის გამო ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვოს.
“როდესაც საუბარია ვადამდელ არჩევნებზე, ამ განცხადებების ავტორებმა მეტი ვალდებულება უნდა იგრძნონ და დაასაბუთონ, რაში მდგომარეობს მიზეზი, რის გამოც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ასე არ შეიძლება, ყოველ ჯერზე, როგორც კი პოლიტიკურ ძალას ტემპერატურის აწევის მიზეზი ეძლევა, ამის გამო ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვოს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.