ევროკავშირი უნგრეთის ეკონომიკის აღდგენისთვის თანხის გამოყოფას აღარ ჩქარობს – მიზეზი ლგბტ პირების შესახებ კანონია

ევროკომისიამ უნგრეთის ეკონომიკის აღდგენის გეგმა მას შემდეგ არ დაამტკიცა, რაც ქვეყანამ მიიღო ლგბტ პირების შესახებ კანონი, რომელიც ბავშვებისთვის ჰომოსექსუალობის შესახებ მასალების ჩვენებას კრძალავს, – წერს Bloomberg-ი.

13 ივლისს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა დაამტკიცეს ეროვნული ეკონომიკური სტიმულირების გეგმები 12 წევრი ქვეყნისგან, მაგრამ უნგრეთს უარი უთხრეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნისთვის ევროპული ფონდებიდან თანხები იქნება მიუწვდომელი.

ევროკომისიაში ამბობენ, რომ ბუდაპეშტის პროექტის განხილვას მეტი დრო დასჭირდება, ვადები შესაძლოა, ორი თვით გადაიწიოს.

მანამდე, ევროპარლამენტი გამოვიდა მოწოდებით, უნგრეთისთვის თანხების გამოყოფა უნდა შეფერხდეს, რომელსაც ეკონომიკის აღდგენისთვის 7,2 მილიარდი ევრო უნდა მიეღო (დაახლოებით, 8,5 მილიარდი დოლარი). ევროპარლამენტში თქვეს, რომ ლგბტ კანონი გახდა უკანასკნელი ჯაჭვში, რომელიც ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ ღირებულებებს.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ახალმა კანონმა შეიძლება, გამოიწვიოს სანქციების დაწესება ბუდაპეშტის წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები