ივანე ჩხაიძე: საქართველოში მეოთხე ტალღა დაიწყო, მომდევნო დღეები იქნება გადამწყვეტი

“მეოთხე ტალღა ქვეყანაში უკვე დაიწყო, მომდევნო დღეები იქნება გადამწყვეტი”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვაქცინირებული ადამიანების მაჩვენებელი არ შეიცვალა, იძულებულნი ვიქნებით, დავეთანხმოთ ზოგიერთი დასავლური გამოცემის შეფასებას, რომელმაც 2023 წელი აღნიშნა საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დასრულების წლად.

,,მეოთხე ტალღა ქვეყანაში უკვე დაიწყო, ვინაიდან მკაფიოდ ჩანს ბოლო ორი კვირის მანძილზე შემთხვევების მატება. ეს მართლაც საგანგაშოა. მომდევნო დღეები იქნება გადამწყვეტი. არ შეიძლება, ქვეყანაში დარჩეს ასეთი დაბალი მაჩვენებელი ვაქცინირებული ადამიანების. თუ ასე იქნება და არ შეიცვალა მდგომარეობა ივლისის განმავლობაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით, დავეთანხმოთ ზოგიერთი დასავლური გამოცემის შეფასებას, რომელმაც 2023 წელი აღნიშნა საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დასრულების წლად. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ,,ფაიზერის” ვაქცინის შემოსვლა ვაქცინაციის ტემპს მნიშვნელოვნად შეცვლის,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები