ანდრია ჯაღმაიძე: გახელაძესთან დაკავშირებით ვადებს ვერ გეტყვით, ისე, პოზიტიურ მოლოდინში ვართ
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიტიური ძვრებია.
“გახელაძესთან დაკავშირებით მოლოდინში ვართ, არსებობს რაღაც იმედები, პროცესის დაძვრის მოლოდინში ვართ, წინასწარ არ მინდა, რამე რომ ვთქვა. ვადებს ვერ გეტყვით, პოზიტიურის მოლოდინში ვართ”, – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.