ალეკო ელისაშვილი: საზოგადოებაში მაღალი ნდობით მოსარგებლე ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები, დღეს ვინც არიან წარმოდგენილნი, ნდობას არ გვიჩენენ
“საზოგადოებაში მაღალი ნდობით მოსარგებლე ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები, დღეს ვინც არიან წარმოდგენილნი, ნდობას არ გვიჩენენ”, – ამის შესახებ ,,მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ელისაშვილი იმედოვნებს, რომ მათი დამტკიცება არ მოხდება.
,,საზოგადოებაში მაღალი ნდობით მოსარგებლე ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები, დღეს ვინც არიან წარმომადგენელი, ნდობას არ გვიჩენს და არ ვიცით, ვინ არიან. იმედია, მათი დამტკიცება არ მოხდება და მომდევნო ეტაპებზე 100-პროცენტიანი ნდობით თუ არა, მაღალი ნდობით იქნებიან. ვისურვებდი, ამ კანდიდატურების დამტკიცება არ მოხდეს. ეს გვარები არაფერს გვეუბნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.