გარდაცვლილი ოპერატორის დედა: ცდილობენ, როგორმე, ლექსოს სახელი წაბილწონ

“ცდილობენ, როგორმე, ლექსოს სახელი წაბილწონ”, – ამის შესახებ “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის დედამ, თინათინ კახიძემ განაცხადა.

“ცდილობენ, როგორმე, ლექსოს სახელი წაბილწონ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ, მაგრამ თაიასთვის?! (ლაშქარავას შვილი). ჩემთვის ნარკომანზე უფრო საზიზღრობა არ არსებობს, რატომ უნდა მისცენ ჩემს შვილს ეს სახელი?!”, – განაცხადა ლაშქარავას დედამ.

ცნობისთვის, ალექსანდრე ლაშქარავა მედიის იმ წარმომადგენელთაგან ერთ-ერთია, რომელსაც 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე სცემეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები