გარდაცვლილი ოპერატორის დეიდა: არც დაუმალავს დედას, რომ ლექსო ნასვამი მოვიდა სახლში

“არც დაუმალავს დედას, რომ ლექსო ნასვამი მოვიდა”, – ამის შესახებ გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას დეიდამ განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვალების მიზეზი მასზე ძალადობის ფაქტს არ ცვლის.

,,ჯერ კიდევ მჯერა, რომ არ გადაგვარებულა ხალხი ისეთ დონეზე, რომ რაღაც სიყალბე დაიჯეროს. დღევანდელ დღეს იმდენი ჭორ-მართალი წავიდა, ესეც რასაც ვიგებ, თორემ პირადად ჩემი თვალით არაფერი მინახავს ტელევიზორში. ნამდვილად კმაყოფილი ვარ, რომ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, მაგრამ რაც  უნდა დადგინდეს, შეცვლის იმას, რაც მოხდა? რამეს შეცვლის? არც დაუმალავს დედას, როგორც კი მოვიდა, იმ წუთში თქვა, რომ ლექსო მოვიდა ნასვამი, ვეჩხუბე, შვილო, რატომ დალიე, ტვინის შერყევა გქონდა, ამხელა ძლიერ ანტიბიოტიკებს იკეთებ, ასეთ ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს იკეთებ, არც დაუმალავს და თქვა, რომ  ლექსო ნასვამი იყო, როგორ, ნარკოლოგი ქალი იმას ვერ გაარჩევდა, გაკეთებული ჰქონდა რამე, თუ ეს იყო სიმთვრალე? დავუშვათ, გაიკეთა, ეს ცვლის იმას, რომ ლექსოზე იძალადეს?”, – განაცხადა ალექსანდრე ლაშქარავას დეიდამ.

,,ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა სახლში გუშინ გვიან ღამით გადაასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ალექსანდრე ლაშქარავა მედიის იმ წარმომადგენელთაგან ერთ-ერთია, რომელსაც 5 ივნისს ,,თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე სცემეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები