გიგა ბოკერია: ერთადერთი ფუნქცია, რაც ამ პარლამენტმა შეიძლება, შეასრულოს, არის ღარიბაშვილის გადაყენება

“ერთადერთი ფუნქცია, რაც ამ პარლამენტმა შეიძლება, შეასრულოს, არის ღარიბაშვილის გადაყენება”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ან პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ღარიბაშვილი ან დემოკრატიულმა იპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი.

„ამ ვითარებაში, ამ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა დამქაშმა სასულიერო პირებმა მოაწყვეს, ამ ტრაგედიის შემდეგ, რაც მოხდა გუშინ, ჟურნალისტის გარდაცვალება, ამ საზიზღრობის შემდეგ, რაც გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროპაგანდის თვალსაზრისით მოაწყო ივანივშილის რეჟიმმა, ერთადერთი ფუნქცია, რაც ამ პარლამენტმა შეიძლება, შეასრულოს, არის ღარიბაშვილის გადაყენება. თუ ეს არ ხდება, ამის წინაპირობებს ვერ ვხედავთ და, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ, მაშინ ამ პარლმენტში ნამდვილად არ არის დემოკრატიული ოპოზიცია წარმოდგენილი. ან პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ღარიბაშვილი ან დემოკრატიულმა იპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი, ვითარება უნდ იყოს მკაფიო, ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი მხარდამჭერი პარტნიორებისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები