მამუკა ხაზარაძე: გამოსავალი არის მშვიდობიანი პროტესტი

“გამოვედით პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან იმიტომ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ტარდება, ემსახურება ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცებასა და დაპირისპირებას”,- ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოსავალი არის მშვიდობიანი პროტესტი.

“გამოვედით სხდომათა დარბაზიდან იმიტომ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ტარდება, რუსული რიტორიკა, რომელსაც პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ივანიშვილის ჩაწოდებით ახორციელებს ამ ქვეყანაში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცებას და დაპირისპირებას. მოვითხოვთ ამ პროცესის შეჩერებას. ერთადერთი სწორი მექანიზმია პრემიერის გადადგომა. “ქართულ ოცნებას” მოუწევს ამ პროცესზე პასუხისმგებლობის აღება. იქნებიან მარტო ამ პარლამენტში. ღარიბაშვილი და მთავრობა მიაქანებს ქვეყანას უფსკრულისკენ. მათი მესიჯბოქსი არის ფუჭი. ვაპროტესტებთ ჟურნალისტებზე თავდასხმას, რუსულ კურსს, შარლ მიშელის დოკუმენტის არშესრულებას, მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობიდან” გადმოიბარეს და ჩააცემენტეს. გამოსავალი არის მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარებაზე, მანამდე “ქართული ოცნება” იქნება მარტო”, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები