მამუკა მდინარაძე: კონკრეტული ადამიანები გამოდიან და ტრაგედიით მანიპულირებენ

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კონკრეტული ადამიანები ტრაგედიით მანიპულირებენ.

მისივე თქმით, ვინც ჟურნალისტებზე იძალადა, უბნელესი ხალხის მოქმედებაა.

„მე შეკითხვები მაქვს იმ ადამიანებთან, ვინც ტრაგედიით ვაჭრობა დაიწყეს. როდესაც მათ სრულად აქვთ ინფორმაცია, უფრო მეტი, მაგალითად, ვიდრე ჩვენ. ამ დროს კონკრეტული ადამიანები გამოდიან და ტრაგედიით მანიპულირებენ. ეს ძალიან ცუდი საქციელია. გუშინ მე ვნახე 2 აქცია. ერთი აქცია კანცელარიასთან იყო. ერთი აქციის ლაიტმოტივი იყო – არა ძალადობას, მეც გიერთდებით ამ სლოგანში. 5 ივლისს, ვინც ჟურნალისტებზე იძალადა, ეს უბნელესი ხალხის მოქმედებაა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს არც პატრიოტიზმზე, არც საპატრიარქოზე, არც ეკლესიაზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები