მღვდელი გიორგი ბერაძე: არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ექსპერტიზა, პირდაპირი თუ ირიბი კავშირი ცემასთან, ფაქტია

“პირველ რიგში, ცათა სასუფეველს ვუსურვებ ლექსო ლაშქარავას უკვდავ სულს…

დღევანდელი მძიმე დღე უნდა იყოს ჩვენთვის მწარე, მაგრამ უკანასკნელი გაკვეთილი იმისა, რომ არავითარ ძალადობას არ აქვს გამართლება (ფიზიკური, მენტალური, სოციალური) არცერთი იდეალის სახელით (სარწმუნოების, სიწმინდის, თავისუფლების, გენდერის, უფლებების, სიმართლის და ა.შ.)”, – ამის შესახებ მღვდელი გიორგი ბერაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ექსპერტიზა, პირდაპირი თუ ირიბი კავშირი ცემასთან, ფაქტია.

“არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ექსპერტიზა, პირდაპირი თუ ირიბი კავშირი ცემასთან ფაქტია, რომ არის.
ყველა დამნაშავე რომ უნდა დაისაჯოს – ესეც ფაქტია და ჩემი “ლეგიტიმაცია” არ ესაჭიროება, მე ვინ ვარ… ვისი ბრალეულობაც დადგინდება, იქნება ეს საერო თუ სასულიერო პირი, უნდა დაექვემდებაროს შესაბამის სასჯელს.

რაც მთავარია, ეს დღე არ უნდა გახდეს უარესი ძალადობის, შუღლის და მტრობის მიზეზი, პირიქით – თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენსავე თავებში უნდა მოვძებნოთ ამ ყოველივეს , თუნდაც დღეს მომხდარი სამწუხარო ფაქტის მიზეზები… უნდა შევძლოთ კონსტრუქციული საუბარი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებთან.

ძალიან მძიმე დღეა. გთხოვთ კომენტარებში პოლემიკას ნუ გამიმართავთ ზოგიერთები.
ქრისტიანებმა უბრალოდ ჩავღუნოთ ჩვენი უღირსი თავები ლოცვანში და ვილოცოთ ახლადშესვენებული ალექსანდრეს სულისთვის, მხოლოდ ეს შეგვიძლია ახლა”, – წერს მღვდელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები