მირიან ნიკოლაძე: ვიდრე ქუჩაში ებრძვით ფასადებს, სულ ასეთი ზედაპირულები იქნებით

“ვიდრე ქუჩაში ებრძვით ფასადებს (ფერად-ფერადი დროშებით მოტანტალე რამოდენიმე ათეულ ადამიანს), სულ ასეთი ზედაპირულები იქნებით და ერთადერთი ფორმა თქვენი გულისწყრომის გამოხატვისა, იქნება ძალადობა და აგრესია”, – ამის შესახებ ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში წერს.

ადვოკატი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

“ის ადამიანები, რომლებიც მაგათ ატანტალებენ ქუჩა-ქუჩა და რომლებიც ქმნიან “სამომავლო იდეოლოგიებს”, შემდეგ თქვენს შვილებს რომ მოეხვევა თავს ანაკონდასავით, როგორც მინიმუმ ძალიან წარმატებული ადამიანები არიან, განათლების მსოფლიო კერებზე აქვთ მიღებული ცოდნა და თქვენი აგრესია მათთვის ღიმილის მომგვრელია.
ყოველწლიურად, უცვლელად, გამოკვლევებით დგინდება, რომ განათლების სისტემა პრიორიტეტულად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 8-10 %-თვის.

ჰოდა, ასე…. სდიეთ ქარის წისქვილებს წინასწარგანწირულ თამაშში”, – წერს ნიკოლაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები