ნიდერლანდების ელჩი საქართველოში: შოკირებული ვარ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით, რომელიც “პრაიდის” დაგეგმილი ღონისძიების დროს თავდასხმის ობიექტი გახდა
საქართველოში ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი მაიკე ვან კოლდამი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.
მისი თქმით, შოკირებულია ოპერატორის გარდაცვალებით, რომელიც “პრაიდის” დაგეგმილი ღონისძიების დროს თავდასხმის ობიექტი გახდა.
„ჩემი სრული მხარდაჭერა კარლ ჰარცელის განცხადებას. შოკირებული ვარ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით, რომელიც პრაიდის დაგეგმილი ღონისძიების დროს თავდასხმის ობიექტი გახდა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ვგმობ ნებისმიერი სახის ძალადობას, მათ შორის ჟურნალისტების და ჰომოფობიით ინსპირერებულ ძალადობას”, – წერს ელჩი “ტვიტერზე”.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა “ტვიტერზე” დაწერა: “ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ღრმა მწუხარებას, ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ უჭერს მხარს მედიისა და შეკრების თავისუფლებას”.