გია ვოლსკი: გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დავფიქრდეთ – ჯვრის მოხსნა რა შედეგს მოიტანს და იქნებ, სჯობს, მოლაპარაკება გავმართოთ

“გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დავფიქრდეთ – ჯვრის მოხსნა რა შედეგს მოიტანს და იქნებ, სჯობს, მოლაპარაკება გავმართოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი ყველას ეკუთვნის, არა მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ – სხვა კონფესიებსაც.

„შეიძლება, ერთმა ადამიანმა რადიკალური განცხადება გააკეთოს და თქვას, რომ შეუთანხმებლად, კურთხევის გარეშე არ უნდა იყოს ჯვარი აღმართული, შესაძლოა, ვინმემ თქვას, სააკაშვილის სადისტი მმართველის პორტრეტი იყო განთავსებული და არავის ხმა არ ამოუღია, მათ შორის, თქვენ ვინმესთვის გეკითხათ – უნდა იყოს თუ არა სისხლის სამართლის დამნაშავისა და ძებნილი ადამიანის პორტრეტი პარლამენტის წინ? ვალდებულება გვაქვს ქვეყნის წინაშე, რომ ისე მოვიქცეთ, არ დავაზიანოთ ქვეყანა. გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დავფიქრდეთ – ჯვრის მოხსნა რა შედეგს მოიტანს და იქნებ, სჯობს, მოლაპარაკება გავმართოთ. ვფიქრობ, პარლამენტი ყველას ეკუთვნის, არა მხოლოდ ქრისტიანებს, არამედ სხვა კონფესიებსაც. ეს საკითხი წყნარად უნდა გადავწყვიტოთ, ისე, რომ ნაკლები ზიანი მოვუტანოთ ქვეყანას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტის წინ ,,თბილისი პრაიდის” კონტრაქციის მონაწილეებმა ჯვარი აღმართეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები